
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურის N2 საჯარო სკოლაში ჩატარდა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება.
როგორც დირექციის წარმომადგენლები აღნიშნავენ მოსწავლეებმა სამშობლოს ლექსები, სიმღერები და ცეკვები, მიუძღვნეს. ღონისძიების ორგანიზატორი დაწყებითი კლასების პედაგოგი თეა ფხიკიძე იყო, რომელსაც ისტორიის პედაგოგი შავლეგი აბესაძე ეხმარებოდა. აქტივობაში და ღონისძიების მოწყობასი მონაწილეობა თითქმის ყველამ მიიღო.
ამასთან გავრცელდა მისალოცი ტექსტიც: „სრულიად სასკოლო საზოგადოება გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, ვისურვებთ სულ მალე მშვიდობიან და გამთლიანებულ ქვეყანაში გვეცხოვროს“.
იხილეთ ფოტოები და ვიდეოები: