შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ფოტოკონკურსში საპრიზო ადგილები დაიკავეს
03-06-2025

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ზაზა ფერაძის სახელობის ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შორაპნის საჯარო სკოლის მოსწავლეები, ხელოვნების  მასწავლებელი გულნაზ კვინიკაძის ხელმძღვანელობით, ფოტოკონკურსზე სახელწოდებით „ფერადი ბავშვობა“ წარდგნენ – ერთი თვის შრომის, ძიების, ექსპერიმენტების და მოლოდინის შემდეგ.

როგორც პედაგოგი აღნიშნავს, ეს კონკურსი არაფრით ჰგავს ჩვეულებრივს, ის არ არის რუტინა. ყოველ წელს ბავშვები ახალ იდეებს, ახალ შთაგონებას და მოულოდნელ ხედვებს ქმნიან. წელსაც ასე მოხდა – ჩემი რჩევა და სტიმული, მათ სუკეთესო კადრების გადაღებაში დაეხმარა.

„ექვსი განსხვავებული ნომინაციიდან ორ მათგანში გამარჯვებულად დასახელდნენ ნიკა ფერაძე IX კლასის მოსწავლე და და მარიამ კვინიკაძე, VIII კლასის მოსწავლე.

კონკურსის საუკეთესო მონაწილეების: თიკა გოლუბიანის, თეკლა სხილაძის, ნია ჟორჟოლიანის, ლიზი ფერაძის, რეზი კვინიკაძის, ქეთი გორგაძის, მაიკო და თამარ მუმლაძეებისა და ლუკა  სხილაძის შექმნილი ფოტოები ასახავენ თავისუფლებას, სილამაზეს, ბავშვურ სიხარულსა და ბუნების ჰარმონიას. ჩვენი ყოველდღიურობის დაუვიწყარ წამებს.

კონკურსის მონაწილე მოსწავლეებმა მიიღეს ფულადი ჯილდოები, სერთიფიკატები და სამახსოვრო ფასიანი საჩუქრები, რაც დამატებითი სტიმულია მათთვის და უდიდესი სიამაყეა ჩემთვის, როგორც პედაგოგისთვის. მადლობა ბავშვებს, მათ მშობლებს და  კონკურსის  ორგანიზატორებს“, - აღნიშნა გულნაზ კვინიკაძემ.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203