
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ყაურმის საჯარო სკოლის პირველკლასელებმა თავიანთი პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი საზეიმოდ აღნიშნეს.
ანბანის გაცილება ლამაზად მორთულ საკლასო ოთახში გაიმართა, სადაც მათ მთელი წლის განმავლობაში იღებდნენ განათლებასა და აღზრდას. დღეს კი ამ პატარებმა უკვე იციან წერა და კითხვა. სწორედ ამ ცოდნის შედეგი გაუზიარეს სიხარულით მშობლებსა და მასწავლებლებს.
ღონისძიება დაიწყო პატარების მიერ მომზადებული ლექსებითა და სიმღერებით, რომლებიც სომხურ ანბანს მიეძღვნა. ბავშვებმა გულმოდგინედ მოამზადეს ლიტერატურული კომპოზიცია და პატარა სპექტაკლიც დადგეს, რაც კიდევ უფრო ემოციური და მხიარული გახადა დღე.
აღსანიშნავია, რომ პირველკლასელებთან სასწავლო წლის განმავლობაში თავდადებით მუშაობდა დაწყებითი კლასების პედაგოგი გეღეციკ გაბრიელიანი, რომლის ძალისხმევითაც ბავშვებმა არა მხოლოდ აკადემიური ცოდნა, არამედ პასუხისმგებლობა, დისციპლინა და ერთმანეთის მიმართ პატივისცემა ისწავლეს.
იხილეთ ფოტოები: