დაბა მესტიის N1 საჯარო სკოლის III კლასში, ქართული ენის გაკვეთილზე, პედაგოგ თამილა ჩართოლანის ხელმძღვანელობით, ჩატარდა განსაკუთრებული გაკვეთილი თემაზე: „ვუფრთხილდები წყლის თითოეულ წვეთს, რადგან აფრიკაში ბავშვებს სწყურიათ!“
როგორც პედაგოგმა აღნიშნა, „კლასში გაიჟღერა სიტყვებმა, რომლებიც პატარა გულებიდან მოდიოდა. სიყვარულით, მზრუნველობით და დიდ პასუხისმგებლობით გარემოსა და ადამიანების მიმართ. ბავშვებმა ინდივიდუალურად იმუშავეს, თუმცა მათი ხმა ერთობლივად მძლავრად აჟღერდა საერთო პრობლემაზე, წყლის მნიშვნელობაზე და მისი ყოველი წვეთის დაფასებაზე. ეს იყო საოცარი გაკვეთილი გულით და სითბოთი სავსე.
მიყვარხართ, ჩემო ჭკვიანებო!“ - პედაგოგის სიტყვები, კარგად ასახავს იმ სიყვარულს, რაც ამ მცირე, მაგრამ დიდებულ გაკვეთილში იგრძნობოდა.
ეს დღე ნამდვილად დარჩება III კლასელების გულებში, როგორც მაგალითი იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარებმა დიდი თემები გულწრფელად და აზრიანად გააჟღერონ.
იხილეთ ვიდეო: