
აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან საგნობრივ განათლებას, აქტიურად არიან ჩართულნი არაფორმალური განათლების პროექტებში.
30 მაისს, აბაშის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით, ინტელექტუალური თამაში - „რა, სად, როდის?“ გაიმართა, რომლის თემა იყო 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
ღონისძიებას წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურად შეუერთდნენ და ცოდნა და შესაძლებლობები წარმოაჩინეს.
ღონისძიებას მასშტაბური სახე ჰქონდა და მასში ჩართულნი იყვნენ აბაშის მუნიციპალიტეტის სკოლების მეცხრე- მეთორმეტე კლასების მოსწავლეები.
წყემის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თავი გამოიჩინეს აქტიურობითა და საკითხის ღრმა ცოდნით, რაც სკოლაში ახარებთ.
იხილეთ ფოტოები: