აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ წყემის საჯარო სკოლაში გაიმართა საგანმანათლებლო და ისტორიული დატვირთვის მქონე პროექტი თემაზე: „აბდუშაჰილის თავგადასავალი მთელი საქართველოს თავგადასავალია“, რომელიც ეფუძნებოდა აკაკი წერეთლის უკვდავ ნაწარმოებს - „ბაში-აჩუკს“.
პროექტში აქტიურად ჩაერთნენ მე-8 კლასის მოსწავლეები. მათ წარადგინეს საინტერესო და შინაარსით გამდიდრებული პრეზენტაციები მე-17–18 საუკუნეების საქართველოს ისტორიულ ფონზე. ისაუბრეს იმ მტკივნეულ თემებზე, რომლებიც ნაწარმოების სიუჟეტშიც მთავარ ხაზად გასდევს: ტყვეთა სყიდვა – როგორც სისტემური ტრაგედია; საფარ აბასის დამპყრობლური პოლიტიკა – მისი გავლენა ქვეყნის მთლიანობასა და ადამიანთა ბედზე; ქართველების ფერეიდანში იძულებითი გადასახლება – ეროვნული ტრავმა, რომელიც დღემდე ცოცხლობს მეხსიერებაში.
საგაკვეთილო პროექტს ხელმძღვანელობდა ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი იზოლდა ცვარიანი, რომელმაც მოსწავლეებს არა მხოლოდ ისტორიული ფაქტების გააზრებისკენ, არამედ ლიტერატურული პერსონაჟების ემოციური წიაღსვლისა და სიმბოლური მნიშვნელობის გაანალიზებისკენაც მოუწოდა.
იხილეთ ფოტოები: