
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ თორიის საჯარო სკოლაში ბავშვთა უფლებების დაცვის დღე აღინიშნეს.
დირექტორისა და მთელი სამასწავლებლო კოლექტივის ხელშეწყობით მოსწავლეებმა განსაკუთრებულად აღინიშნეს პირველი ივნისი.
ბავშვებისთვის დიდი სიურპრიზი იყო მასწავლებლის მიერ ორგანიზებული ღონისძიება, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა მოიხატეს სახე, ითამაშეს საინტერესო თამასობები, იმღერეს, იცეკვეს და წაიკითხეს ლექსები. ღონისძიებაზე მოყვანილი ყავდათ ზღაპრის გმირები, რომლებმაც განსაკუთრებულად გაამხიარულეს დაწყებითი კლასის მოსწავლეები. ასევე აქტივობის ფარგლებში დაურიგდატ ფერადი ბუჭთებიბამბის ნაყინები და სათამაშოები.
როგორც სკოლის ხელმძღვანელობა აღნიშნავს: „ბავშვები არიან ჩვენი ხვალინდელი დღის ამშენებლები და ჩვენ გვსურთ, რომ მათი გზა იყოს მწვანე, ნათელი და ბრწყინვალე“.
იხილეთ ფოტოები: