ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლამ სასულიერო პირებს უმასპინძლა
03-06-2025

გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლა წლებია დგას მომავალი თაობების განათლების სადარაჯოზე. პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება, დირექციის მხარდამხარ, თავს არ ზოგავს, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, ქვეყანას მაღალი მოქალაქეობრივი თვითშეგნების მქონე ახალგაზრდები აღუზარდონ, შესძინონ მათ ისეთი უნარები, რომლებიც წარმატების მიღწევაში დაეხმარებათ და დაულოცონ გზა ცხოვრების ახალ ეტაპზე. 

ამის ერთ-ერთი განმაპირობებელია სულიერი განვითრება, რომელიც სკოლაში ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია.

„ბავშვის აღზრდა სრულყოფილი არ იქნება, თუ მასში სულიერი აღზრდა არ დგას წამყვან ადგილზე. რადგან სკოლებში წლებია, ცალკე საგნად არ ისწავლება  „რელიგია და კულტურა“, დიდი მნიშვნელობა აქვს მასწავლებელთა და მოსწავლეთა კოლექტივებთან სასულიერო პირების აქტიურ თანამშრომლობას“, - აცხადებენ ობუჯის თემის N1 საჯარო სკოლაში.

ახლახან, გიორგი მებონიას სახელობის წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ობუჯის თემის N 1 საჯარო სკოლას ესტუმრნენ სანკტ-პეტერბურგის შესტაკოვის ღვთიმშობლის ხატის სახელობის ქართული ეკლესიის წინამძღვარი, ღვთისმეტყველების დოქტორი, საეკლესიო გამომცემლობა  „ახალი ივერონის“ დამფუძნებელი დეკანოზი  მაქსიმე ჭანტურია, ობუჯის მთავარანგელოზების სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, დეკანოზი ბასილ კაცია.

მათ მასწავლებლებთან შეხვედრაზე ისაუბრეს ბავშვის სულიერი აღზრდის მნიშვნელობაზე, სასულიერო წიგნების გაცნობის აუცილებლობაზე, მჭიდრო კავშირზე რელიგიასთან.

დეკანოზმა მაქსიმე ჭანტურიამ სკოლის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცა სასულიერო წიგნები. რაც მნიშვნელოვანი შენაძენია სკოლისათვის და დიდ დახმარებას გაუწევს მასწავლებლებსა და მოსწავლეებს სასულიერო ცხოვრების უფრო ღრმად გაცნობაში. ის დაგვპირდა, რომ ბიბლიოთექას სისტემატიურად გამოუგზავნის გამომცემლობაში დაბეჭდილ სასულიერო ლიტერატურას.

სკოლის კოლექტივმა მადლობა გადაუხადა დეკანოზ მაქსიმე ჭანტურიას ძვირფასი საჩუქრისათვის.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...