
ქუთაისის N12 საჯარო სკოლაში, სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ინტერესით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. თავის მხრივ, პროფესიონალი პედაგოგიური საზოგადოება ცდილობს, ბავშვებს ხარისხიანი საგაკვეთილო პროცესის მიმდინარეობის პარალელურად, ისეთი აქტივობები შესთავაზოს, რომლებიც დაეხმარება მიღებული ცოდნის განმტკიცებაში, განვლილი მასალის გადააზრებაში...
ახლახან, ქუთაისის N12 საჯარო სკოლის მე-7 კლასის მოსწავლეებმა წარმოადგინეს შემომქედებითი დავალება ბილოგიაში.
„ჩემი ყოჩაღი ბავშვები“ - ასე გამოეხმაურა პედაგოგი მოსწავლეთა წარმოდგენილ დავალებას.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, დავალებაზე მუშაობა სახალისო და შემეცნებითი გახლდათ, რომელიც მიზნად ისახავდა მოსწავლეებს აღმოეჩინათ საოცარი სამყარო ინტერაქტიული გზით.
შემოქმედებით დავალებაზე მუშაობამ ხელი შეუწყო მოსწავლეებში თანამშრომლობითი უნარებისა და სხარტი აზროვნების განვითარებას.
იხილეთ ფოტოები: