გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები მუნიციპალურ ღონისძიებაზე წარმატებით წარდგნენ
03-06-2025

ილია ქვარცხავას სახელობის ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლის მოსწავლეები აქტიურობით გამოირჩევიან, პედაგოგთა მხარდაჭერით, მონაწილეობენ სხვადასხვა ღონისიებაში და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

18 მაისს, ქალაქ ხობის ცენტრალურ პარკში, ხობის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ინიციატივით, ეროვნული სამოსის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა.

ღონისძიებას აქტიურად შეუერთდა გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლა. 

ღონისძიების ფარგლებში მოეწყო - ეროვნული სამოსით საზეიმო მსვლელობა, თემატური ნამუშევრების გამოფენა, სკოლების გერბის პრეზენტაცია, ეროვნული საცეკვაო ნომრები.

გაღმა საჯიჯაოს საჯარო სკოლელებმა სკოლის საინტერესო გერბი შექმნეს, რომელიც ღონისძიებაზე გამოფინეს და დიდი ყურადღება და მოწონებაც დაისმახურეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203