
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ კორხის საჯარო სკოლაში სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას მნიშვნელოვანი ყურადრება ექცევა, ამ მიზნით კი არაერთი ღონისძიება იმართება.
ახლახან, სკოლაში ჩატარდა პრეზენტაცია თემაზე - „მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ინფორმირებულობა“.
პრეზენტაციაში მონაწილეობდნენ მე-7, მე-8, მე-9 და მე-10 კლასების მოსწავლეები. მათ მდგრადი განვითარების მიზნები გადაინაწილეს და თითოეულ მათგანზე მოხსენება წარმოადგინეს.
მოსწავლეებმა თემის შესახებ საინტერესოდ ისაუბრეს და საკითხში სიღრმისეულად ჩაიხედეს.
პრეზენტაციას ორგანიზება გაუწია მოქალაქეობის მასწავლებელმა - ალვანჯიან აზგანუშმა.
ღონისძიების ბოლოს მასწავლებელმა ღონისძიებაში მონაწილეებს სერტიფიკატები გადასცა.
იხილეთ ფოტოები: