სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებმა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე შემოქმედებითი აქტივობებით აღნიშნეს 
03-06-2025

სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე გამორჩეულად აღინიშნა. 

სკოლას ესტუმრა არაფორმალური განათლებისა და განვითარების სივრცე „ოთახი“, რომელმაც ბავშვებს საინტერესო აქტივობები შესთავაზა. 

ბავშვები შემოქმედებით აქტივობებში ჩაერთნენ და დრო მეტად სახალისოდ და ნაყოფიერად გაატარეს. 

აღსანიშნავია, რომ სტეფანწმინდის წმინდა ილია მართლის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში მოსწავლეთა შემოქმედებითობა წახალისებული და მხარდაჭერილია. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203