ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლის მე-12 კლასელთა ამაღელვებელი გამოსამშვიდობებელი ღონისძიება 
03-06-2025

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვედა ნაგვაზაოს საჯარო სკოლამ კიდევ ერთი თაობა გააცილა. 

მე-12 კლასელებისთვის „ბოლო ზარი“ საზეიმოდ დაირეკა. კურსდამთავრებულები სკოლაში თეთრი პერანგებით გამოცხადნენ და სურვილები გაცვალეს. გაიმართა გამოსამშვიდობებელი ღონისძიება.

მათ სასკოლო ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები გააცოცხლეს და დირექცია და პედაგოგებს ფასდაუდებელი შრომისთვის მადლობა გადაუხადეს. ახალგაზრდებისთვის ბავშვობასთან, მასწავლებლებთან და სკოლასთან გამომშვიდობება მეტად ამაღელვებელი აღმოჩნდა. 

დირექტორმა და პედაგოგებმა კი მე-12 კლასელები სკოლიდან დიდი სიყვარულითა და საუკეთესო სურვილებით გააცილეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203