
ქუთაისის N16 საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე დიდი ზარ-ზეიმით აღინიშნა.
დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს დღესასწაული გამორჩეულად მიულოცეს და ბავშვებს მრავალფეროვანი სახალისო აქტივობები შესთავაზეს.
ღონისძიებაში ჩართული იყო სკოლის ყველა მოსწავლე.
მოიხატა ეზო, ჩატარდა „მხიარული სტარტები“ და მრავალი სამხიარულო აქტივობა, რომელთაც ბავშვებს ლამაზი განწყობა და დაუვიწყარი ემოციები აჩუქეს.
იხილეთ ფოტოები: