
თბილისის N198 საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო გარემოა შექმნილი, ბავშვთა დაცვის დღე აღინიშნა.
სკოლაში, ძალიან საინტერესოდ და ინტერაქტიულად ჩატარდა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი კვირეული.
ყველა მოსწავლე იყო ჩართული მრავალფეროვან აქტივობებში. სსსმ მოსწავლეებმა ინტერესით იმუშავეს კერამიკაზე, შექმნეს სხვადსხვა ტექნიკით რამოდენიმე პოსტერი, ჩატარდა „მხიარული სტარტები“, დისკუსია, პრეზენტაცია, გამოფენა.. ასევე მოეწყო დისკუსია ლოზუნგით - „ჩემი უფლებაა მივიღო განათლება!“
მოსწავლეებისთვის აქტივობები მეტად საინტერესო და სახალისო აღმოჩნდა.
„ბავშვთა დაცვის დღე გვახსენებს, რომ ყველა ბავშვს აქვს განათლების, განვითარებისა და საკუთარი აზრის თავისუფლად გამოხატვის უფლება - შესაძლებლობების, ჯანმრთელობის მდგომარეობისა თუ გარემოებების მიუხედავად. ყოველი ბავშვი იმსახურებს შესაძლებლობას, ისწავლოს, იაზროვნოს, და დააფიქსიროს თავისი ხმა - ნებისმიერი ფორმით“,- აღნიშნავენ სკოლაში და დასძენენ, რომ სკოლის ვალია შექმნას ისეთი გარემო, სადაც არ არსებობს დაბრკოლება, არამედ სუფევს - მხარდაჭერა, თანასწორობა და მოსმენის სურვილი.
იხილეთ ფოტოები და ვიდეო: