საჩხერის მუნიციპალიტეტის, გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. თავის მხრივ, პროფესიონალი პედაგოგები უწყვეტად ზრუნავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, იმავდროულად კი არგვეთის საჯარო სკოლაში, ცხოვრების ჯანსაღი წესის პიპულარიზაცია, ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
ახლახან, გამოღმა არგვეთის საჯარო სკოლაში ჩატარდა კვირეული - „ჯანსაღი ცხოვრების წესი-ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის საფუძველია“.
როგორც სკოლაში გვიამბობენ, კვირეულის ფარგლებში, მოსწავლეებმა მოიძიეს ინფორმაცია ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ, დახატეს ბალანსირებული კვების პირამიდა, მოამზადეს პრეზენტაცია PowerPoint ფორმატში... თანატოლებს კი კიდევ ერთხელ, ხაზგამისთ განუცხადეს, რომ ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვა აუცილებელია.
„ღონისძიება საინტერესოდ წარიმართა .მოსწავლეებმა განივითარეს ინფორმაციის მოძიების, ურთიერთთანამშრომლობის, პრეზენტაციისა და კომუნიკაციის უნარ-ჩვევები“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.