საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მოსწავლეები დედაქალაქის ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის სადარაჯოზე 
02-06-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის პროფესიონალი პედაგოგები უწყვეტად ზრუნავენ, რათა მოსწავლეებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება. იმავდროულად კი ბავშვებს მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ, რომლებიც ეხმარებათ განვლილი მასალის გადააზრებაში, მიღებული ცოდნის განმტკიცებაში...

ახლახან, მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა თბილისის ღირსშესანიშნაობები დაათვალიერეს.

„საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ნინოს სახელობის მართლმადიდებლური სკოლის მე-3 „ბ“ კლასის მოსწავლეებმა, დამრიგებელ ლია ინჯიას ინიციატივით, დაუვიწყარი დღე გაატარეს დედაქალაქის ღირშესანიშნაობების დათვალიერებაში.

პირველ რიგში, ბავშვები მთაწმინდის პანთეონს ესტუმრნენ, სადაც საქართველოს უდიდესი მოღვაწეები განისვენებენ. მათ პატივი მიაგეს დიდი ქართველების ხსოვნას. გაეცნენ ჩვენი ქვეყნის ისტორიასა და გამოჩენილ ადამიანებს. ეს ნამდვილად ემოციური და შემეცნებითი მომენტი იყო მომავალი თაობისთვის.

შემდეგ, მოსწავლეებმა შუშის ხიდზე გაიარეს, საიდანაც თბილისის ძველი და ახალი უბნების შესანიშნავი ხედები იშლება. მათ საშუალება მიეცათ, ერთი სივრციდან დაენახათ ქალაქის მრავალფეროვნება და მისი ისტორიული თუ თანამედროვე იერსახე.

ეს აქტივობა უმნიშვნელოვანესია ბავშვების ზოგადი განვითარებისთვის, რადგან მათ საშუალება მიეცათ, ახლოს გასცნობოდნენ დედაქალაქს, მის ისტორიასა და კულტურას“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...