ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეებს ინტელექტუალურ თამაშში მიღწეული წარმატებისთვის სიგელები გადაეცათ
03-06-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ალერტკარის საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგთა მხარდაჭერით, აქტიურად მონაწილეობენ სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში და ცოდნასა და შესაძლებლობებს წარმატებით წარმოაჩენენ. 

მათ შორის მოსწავლეებმა წარმატებით იასპარეზეს გუნდურ ინტელექტუალურ თამაშში - „ტვინების ბრძოლა“. 

ახლახან, მე-5 კლასელთა გუნდი, პედაგოგ რადმილა აბსავას ხელმძღვანელობით, ინტელექტუალურ თამაშში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა. 

​ამასთან, პირველი ადგილი მათე ლაგვილავამ დაიმსახურა, მეორე ადგილი დათა კალანდიას ერგო, მე-3 ადგილი კი - ნია გოგოხიას. 

სკოლაში მოსწავლეებს წარმატება მიულოცეს და დამსახურებული სიგელები საზეიმოდ გადასცეს. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203