ალერტკარის საჯარო სკოლაში შთამბეჭდავი ღია გაკვეთილი ჩატარდა
02-06-2025

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის, ალერტკარის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. თავის მხრივ, პროფესიონალი პედაგოგები უწყვეტად ზრუნავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, რასაც ემსახურება მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები.

მათ შორის, აღსანიშნავია, ალერტკარის საჯარო სკოლაში ჩატარებული ღია გაკვეთილი, რუსულ ენასა და ლიტერატურაში. ბავშვებმა, საგნის პედაგოგის - ეკატერინე მიქაიას უშუალო ჩართულობით წარმოაჩინეს მიღებული ცოდნა და დამსწრეების შექებაც დაიმსახურეს.

„აღსანიშნავია, რომ რუსული ენა არჩევითი საგანია და ისინი მხოლოდ რამდენიმე თვეა ენას სწავლობენ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...