ახმეტის N3 სკოლის მოსწავლე კრისტი მღებრიშვილს „ეტალონის“ ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის სიგელი მიენიჭა
03-06-2025

27 მაისს, სტარტი აიღო „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივმა ჩემპიონატმა და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს შესთავაზა ცოდნის გამდიდრებისა და ინტელექტუალური ზრდის უნიკალური შესაძლებლობა. 

27-28 მაისს, ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადა ჩატარდა, რომელსაც ხალისით შეუერთდა ახმეტის N3 საჯარო სკოლის მოსწავლე კრისტი მღებრიშვილი და ტესტი დიდი ინტერესით შეასრულა. წარმატებული მონაწილეობის დასტურად კი სახელობითი სიგელი მიენიჭა. 

ახმეტის N3 საჯარო სკოლაში კარგად იციან, რომ საგნობრივი ოლიმპიადები სასკოლო განათლების ერთ-ერთო მნიშვნელოვანი კომპონენტია, ამიტომ ყოველთვის ახალისებენ მოწაფეთა საგანმანათლებლო პროექტებში ჩართულობას და ამ გზით ბავშვების ცოდნისა და თვალსაწიერის გაფართოებას. 

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა.

დღეს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ მიმდინარეობს, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203