
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი ექსკურსია მოეწყო.
მე-3ა კლასის მოსწავლეები, პედაგოგ ეკა ხეჩუაშვილის ხელმძღვანელობით, ქვათახევში იმყოფებოდნენ.
მოსწავლეებმა მოილოცეს ღვთისმშობლის მიძინების ტაძარი და მისი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობის შესახებ ცოდნა გაიმდიდრეს.
ბავშვებმა ასევე ითამაშეს ბუნებაში და დადებითი ემოციებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან.
იხილეთ ფოტოები: