„კვლევის დაგეგმვა, შედეგების დამუშავება, ანალიზი და ინტერპრეტირება“ - ქუთაისის N4 სკოლის მე-11 კლასელებმა საინტერესო პროექტზე იმუშავეს
03-06-2025

ქუთაისის N4 საჯარო სკოლის მათემატიკის პედაგოგი სალომე სხულუხია მოსწავლეებს საინტერესო პროექტებს სთავაზობს.

მან XI კლასში განახორციელა პროექტი „კვლევის დაგეგმვა, შედეგების დამუშავება, ანალიზი და ინტერპრეტირება“.

მოსწავლეებმა შეადგინეს კითხვარი, ჩაატარეს გამოკითხვა სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფებში, შეგროვებული მონაცემების ანალიზი კი წარმოადგინეს პრეზენტაციის სახით.

VII კლასში განხორციელდა პროექტი - „მათემატიკის როლი ყოველდღიურ ცხოვრებაში“. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მათ მიერ მომზადებული პრეზენტაციები და ვიდეორგოლები აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...