ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი იორამიშვილი „ეტალონის“ ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადაში მიღწეული წარმატებისთვის დაჯილდოვდა
03-06-2025

27 მაისს, სტარტი აიღო „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივმა ჩემპიონატმა და საქართველოს სკოლების მოსწავლეებს შესთავაზა უნიკალური შესაძლებლობა -  გაიმდიდრონ საგნობრივი ცოდნა, შეიძინონ და განივითარონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები და, რა თქმა უნდა, გამოსცადონ შესაძლებლობები. 

საგნობრივი ჩემპიონატი ქართული ენისა და ლიტერატურის ოლიმპიადით დაიწყო, რომელსაც ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ოსიაურის საჯარო სკოლის მოსწავლე ქეთი იორამიშვილი ხალსითა და დიდი ინტერესით შეუერთდა. 

მოტივირებულმა მოსწავლემ ტესტი წარმატებით გაიარა და ოლიმპიადაში მიღწეული წარმატების დასტურად სახელობითი სიგელი მიენიჭა. 

ოსიაურის საჯარო სკოლაში, სადაც მოსწავლეთა ჩართულობა სხვადასხვა კონკურსსა თუ საგანმანათლებლო ღონისძიებაში წახალისებული და მხარდაჭერილია, ახარებთ ქეთი იორამიშვილის მონდომება და მოწაფეს ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

აღსანიშნავია, რომ „ეტალონისა“ და izrune.ge-ს ერთობლივი ონლაინ ჩემპიონატი ტარდება სამი მიმართულებით - ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა და ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა.

დღეს მოსწავლეებისთვის ლოგიკური აზროვნებისა და ზოგადი განათლების ოლიმპიადა ონლაინ მიმდინარეობს, 9-10 ივნისს კი ჩემპიონატი მათემატიკის ოლიმპიადით გაგრძელდება. ჩემპიონატში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ II-XI კლასის მოსწავლეებს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...