საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის სასკოლო ცხოვრება შემეცნებითი თავგადასავალია.
პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ, რაც მოსწავლეთა მიტივაციაზე აისახება.
მათ შორის აღსანიშნავია ექსკურსიები და გასვლითი ღონისძიებები. ძლიერი საგანმანათლებლო მეთოდი, მოსწავლეთა მაღალი ჩართულობითა და ინტერესით გამოირჩევა, ამაღლებს ბავშვების მოტივაციას, მათ შესაძლებლობას აძლევს შეიძინონ ახალი ცოდნა და გამოცდილება, წიგნებში ამოკითხული დააკავშირონ რეალურ ცხოვრებასთან.
ახლახან, სკოლა-გიმნაზიის წმიდა მირიანი და ნანას სახელობის Vა კლასი, დამრიგებლის - თამთა ხარატიშვილის ხელმძღვანელობით, თელავში იმყოფებოდა.
მოსწავლეებმა მოინახულეს ერეკლე მეფის სახლ-მუზეუმი და მოილოცეს ალავერდი.
იხილეთ ფოტოები: