საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ​
03-06-2025

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიის პედაგოგები სწავლებისას ხშირად მიმართავენ გასვლით ღონისძიებებსა თუ ექკურსიებს, რადგან აქტივობა მნიშვნელოვან როლს ასრულებს როგორც საგანმანათლებლო ისე სოციალური თვალსაზრისით. გარდა იმისა, რომ ექსკურსია გასართობი აქტივობაა, წარმოადგენს ძლიერ საგანმანათლებლო მეთოდს, რომელიც აფართოებს თვალსაწიერს, ამაღლებს მოტივაციას და ნანახს აკავშრიებს ნასწავლთან. 

ახლახან, სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეებისთვის მორიგი შთამბეჭდავი სასწავლო-შემეცნებითი გასვლითი ღონისძიება მოეწყო. 

​მე-4 კლასის მოსწავლეები გიორგი ჩიტაიას სახელობის ეთნოგრაფიულ მუზეუმს სტუმრობდნენ. 

მოსწავლეებმა დაათვალიერეს მუზეუმის ტერიტორიაზე შენახული საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები და შთაბეჭდილებებით დატვირთულები დაბრუნდნენ უკან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203