ბაზაქლოს საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს სპორტულ-გასართობი ღონისძიება მიეძღვნა 
03-06-2025

დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში მოსწავლეთა ინტერესებს მორგებული სასწავლო პროცესი მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, სკოლაში განსაკუთრებულად აღინიშნა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. 

დირექციამ და პედაგოგებმა მოსწავლეებს ლამაზი დღესასწაული აჩუქეს და არაერთ სახალისო აქტივობაში ჩართეს. 

მათ შორის გაიმართა სპორტულ-გასართობი ღონისძიება - „მხიარული სტარტები“. მოსწავლეები ერთმანეთს სხვადასხვა სპორტულ თამაშებში შეეჯიბრნენ და ბევრი იხალისეს. 

ლამაზი დღე კი საზეიმო ტორტით დაგვირგვინდა. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...