საქართველოს საპატრიარქოს წმიდა თამარ მეფის სახელობის სკოლა-გიმნაზიაში კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ წლევანდელი კურსდამთავრებულები, ამჯერად გამოსამშვიდობებლი წვეულებისთვის.
გიმნაზიის ეზოში წითელი ხალიჩა და საზეიმო მიღება მოეწყო, კიდევ ერთხელ მიულოცეს ახალგაზრდებს სკოლის დამთავრება და ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა სკოლა-გიმნაზიის დირექტორმა, დეკანოზმა მირიან სამხარაძემ და გიმნაზიის პედაგოგებმა.
მათ აღნიშნეს კურსდამთავრებულთა მიღწევები და იმედი გამოთქვეს, რომ კიდევ არაერთხელ იამაყებენ მათი წარმატებით.
კურსდამთავრებულებმა კი პირობა დადეს, რომ სკოლაში მიღებული ცოდნა და გამოცდილება ყოველთვის თან გაჰყვებათ.
წვეულება დასრულდა სამახსოვრო ფოტოებით.
ეს დღე ახალგაზრდების ცხოვრებაში დაუვიწყარ მოგონებად ჩაიწერება.
იხილეთ ფოტოები: