დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო პროცესი სასწავლო-შემეცნებითთან ერთად სახალისო და თავშესაქცევია.
პედაგოგები მოსწავლეთა ინტერესებს ყოველთვის ითვალისწინებენ და მათ მოტივაციაზე აქტიურად ზრუნავენ.
ამჯერად, მოსწავლეთა აქტივობა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას მიძღვნა. მე-4 კლასის მოსწავლეებმა სალათები მოამზადეს და მესამე, მეორე და პირველკლასელებს მათი მომზადების წესები ქართულად აუხსნეს. ბოლოს კი ყველამ ერთად გემრიელად მიირთვა ჯანსაღი საკვები.
ღონისძიებას ორგანიზება გაუწია ქართულის მასწავლებელმა თეა დაუთაშვილმა.
იხილეთ ფოტოები: