„პროფესია - ჩემი მომავლის არჩევანი“ - თბილისის კერძო სკოლა „ცოდნაში“, საგანმანათლებლო პროექტის ფარგლებში, ქირურგს უმასპინძლეს
05-06-2025

თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ დირექცია და პედაგოგები მოსწავლეებს პროფესიული ორიენტაციის განსაზღვრაში ეხმარებიან. ამ მიზნით კი სხვადასხვა პროფესიებს აცნობენ. 

ახლახან, სკოლაში განხორციელდა პროექტი - „პროფესია - ჩემი მომავლის არჩევანი“.

პროექტი მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო აღმოჩნდა. მოწაფეებმა წარმოადგინეს პრეზენტაციები თავიანთი სასურველი პროფესიების შესახებ.

პროექტში ასევე ჩართული იყო მინიინვაზიური და ბარიატრიული ქირურგი, „ლიდერმედისა“ და „ნიუ ვიჟენის საუნივერსიტეტო კლინიკის“ ექიმი სერგო მაკასარაშვილი.

ქირურგი მოსწავლეებს შეხვდა, საინტერესო პრეზენტაცია ჩაუტარა და ზოგადი ქირურგიის მიმართულებით ინფორმაცია მიაწოდა. 

მას სტუმრობისა და საინტერესო პრეზენტაციისთვის მადლობას უხდიან. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...