
თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეები გარდა იმისა რომ იღებენ ხარისხიან ფორმალურ განათლებას, ასევე აქტიურად მონაწილეობენ არაფორმალური განათლების პროექტებში, წარმოაჩენენ ცოდნასა და შესაძლებლობებს და იძენენ ახალ გამოცდილებას.
ნიჭიერმა „ცოდნელებმა“ ამჯერად ქი ქონსალთინგის ლიდერთა სკოლის ორგანიზებულ ეროვნულ კონფერენციაზე ისახელეს თავი.
მოსწავლეები კონფერენციაზე - „გლობალური გამოწვევები და შესაძლებლობები“ საინტერესო მოხსენებებით წარდგნენ.
მოსწავლეებმა ინგლისურ ენაზე ისაუბრეს შემდეგ თემებზე :
1. „ხელოვნური ინტელექტი და განათლება“ - როგორ შეიძლება ტექნოლოგიებმა შეცვალოს სწავლების მეთოდები?
2. „კლიმატის ცვლილება და მდგრადი განვითარების გზები“ - განახლებადი ენერგიების და თანამედროვე ეკოლოგიური ტექნოლოგიების გამოყენება.
3. „კიბერუსაფრთხოება და პირადი მონაცემების დაცვა“;
4. „რობოტიკა და ადამიანის მომავალი“;
5. „სოციალური მედიის გავლენა თაობებზე“;
6. „მომავლის პროფესიები“.
7. „მოხალისეობის მნიშვნელობა საზოგადოებისთვის“;
8. „ტრადიციები და თანამედროვე სამყარო“.
მოსწავლეთა თემებმა დამსწრე საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია.
სკოლაში ახარებთ, მოსწავლეთა მონდომება და მათ ცოდნის მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ.
„კონფერენციასა და ინტელექტუალურ შეხვედრაში მონაწილეობდნენ გამორჩეული მოსწავლეები. „ცოდნელებმა“ სკოლა ეროვნულ კონფერენციაზე ღირსეულად წარადგინეს “,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: