„ვინ უკეთ იცნობს ქალაქ სიღნაღის ისტორიულ წარსულს“ - სიღნაღის საჯარო სკოლაში საინტერესო ვიქტორინა გაიმართა 
03-06-2025

ავლიპე ზურაბიშვილის სახელობის ქალაქ სიღნაღის საჯარო სკოლაში, სასკოლო პროექტის ფარგლებში, ჩატარდა ვიქტორინა - „ვინ უკეთ იცნობს ქალაქ სიღნაღის ისტორიულ წარსულს“. 

ვიქტორინაში მონაწილეობდნენ IV, V და VI კლასის მოსწავლეები. ისინი გულდასმით გაეცნენ საინტერესო ფაქტებს მშობლიური ქალაქის ისტორიიდან და ვიქტორინის კითხვებს უპასუხეს.

შედეგების მიხედვით გამოვლინდნენ I, II, III, IV და V ადგილების მფლობელები, რომელთაც გადაეცათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები.

ვიქტორინის ყველა მონაწილეს გადაეცა სიგელი.

ვიქტორინა ორგანიზებული იყო სასკოლო პროექტის განმახორციელებელი გუნდის მიერ და მიზნად ისახავდა მოსწავლეებში მშობლიური ქალაქისა და ქვეყნის ისტორიის მიმართ ინტერესის გაღვივებას.

„ჩემი ხატია სამშობლო, სახატე მთელი ქვეყანა“ - სწორედ ეს სირტყვები გასდევდა ლაიტმოტივად ღონისძიებას, რომელაც მოსწავლეებისთვის მეტად საინტერესო და შემეცნებითი აღმოჩნდა.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...