თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეებმა აკაკი წერეთლის ისტორიული პოემის შთაგონებით შექმნილი მაკეტების გამოფენა მოაწყვეს
04-06-2025

თბილისის კერძო სკოლა „ცოდნაში“ მეტად საინტერესო სასწავლო პროცესი მიმდინარეობს. პედაგოგები სწავლებისას სხვადასხვა მეთოდებსა და სტრატეგიებს მიმართავენ და მოსწავლეებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ. 

ახლახან, VII კლასის მოსწავლეებმა მაკეტების გამოფენა მოაწყვეს. მე-7 კლასელებმა ქართულ ლიტერატურაში გაიარეს აკაკი წერეთლის ისტორიული პოემა - „თორნიკე ერისთავი“.

მოსწავლეებმა მასწავლებელთან შეთანხმებით გადაწყვიტეს დაემზადებინათ მაკეტები სამ სხვადასხვა თემაზე:

  • დარბაზობა მეფის სასახლეში;
  • ბრძოლა მდ.ჰალისის პირას;
  • ათონის მთა.

მოსწავლეები აქტივობას შემოქმედებითად მიუდგნენ და შთამბეჭდავი მაკეტები შექმნეს. ეს საინტერესო აქტივობა მათ პოემის უკეთ გააზრებაში დაეხმარა და სასწავლო-შემეცნებითთან ერთად მეტად სახალისო და თავშესაქცევი აღმოჩნდა.

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...