
„1918 წლის 26 მაისს თბილისში საქართველოს ეროვნულმა საბჭომ გამოაცხადა ქვეყნის დამოუკიდებლობა და შექმნა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა”...
ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის N1 საჯარო სკოლის მე-6 კლასი გულითადად გილოცავთ ამ ღირსშესანიშნავ თარიღს - „გილოცავთ! დაე, მუდამ აღმართული ყოფილიყოს და ფრიალებდეს საქართველოს დროშა გაბრწყინებულ საქართველოში“.
დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად გაიმართა ემოციებით სავსე ღონისძიება. მოსწავლეებმა დამსწრე აუდიტორიის წინაშე წაიკითხეს ლექსები სამშობლოზე და დუმბაძის ჩანაწერები… ჩატარდა სხვადასხვა ტიპის თამაშობები, რომლის ფარგლებშიც ააწყვეს გაერთიანებული საქართველოს რუკა.
ღონისძიების მიწურულს გაიმართა დისკუსია, თემაზე „რა არის სამშობლო?“
იხილეთ ფოტოები: