დმანისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაზაქლოს საჯარო სკოლაში პირველმა კლასმა ორ მნიშვნელოვან თარიღს ერთად მიუძღვნა ღონისძიება. მოსწავლეებმა სასწავლო წლის დასრულება და აზერბაიჯანული ანბანის დღე აღნიშნეს.
პატარებმა ერთი წლის განმავლობაში მიღებული ცოდნა და უნარები შემოქმედებითი გამოსვლებით წარმოაჩინეს: მათ წაიკითხეს ლექსები, შეასრულეს სიმღერები და მონაწილეობა მიიღეს საინტერესო აქტივობებში, რომელიც სწავლასა და მშობლიური ენის სიყვარულს უკავშირდებოდა.
ღონისძიება თბილ და ხალისიან ატმოსფეროში წარიმართა და ყველა მონაწილეს სასიამოვნო მოგონებად დარჩება.
იხილეთ ფოტოები: