ინტელექტ-ჩემპიონატის ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა „ეტალონი მოსწავლეები“ გაამხნევა
დღეს, 16:00 საათზე რუსთაველის თეატრში საქართველოს ეროვნულ ინტელექ-ჩემპიონატ „ეტალონის“ გრანდიოზული ფინალი გაიმართება.
თეატრის კარი „ეტალონი მოსწავლეებისთვის“ უკვე გაიღო. მათ შესასვლელთან განთავსებულ ინტელექტ-ჩემპიონატის ბანერებთან სამახსოვრო ფოტოები გადაიღეს.
მონაწილეებს „ეტალონის“ ავტორი და წამყვანი გოჩა ტყეშელაშვილი შეხვდა. მან მოსწავლეებს რჩევები მისცა, გაამხნევა და წარმატებები უსურვა.
ინტელექტ-ჩემპიონატის 2017-2018 სასწავლო წლის ფინალში საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტის
„ეტალონი მოსწავლეები“ მონაწილეობენ. მოსწავლეები ერთმანეთს „საქართველოს ეტალონი მოსწავლის'' ტიტულის მოსაპოვებლად შეეჯიბრებიან.
იხილეთ ფოტოები