დღეისთვის ინგლისური ყველაზე ფართოდ გამოყენებადი და სწავლებადი ენაა, ამიტომ ქალაქ თბილისის კერძო სკოლა „ცოდნაში“ საგნი ხარისხიანად და სიღრმისეულად ისწავლება.
პედაგოგები სწავლებისას მრავალფეროვან აქტივობებსა და ღონისძიებებს მიმართავენ და ბავშვებს გაკვეთილებს უმრავალფეროვნებენ, რაც მოწაფერთა მოტივაციასა და ცოდნის ხარისხზე აისახება.
აღსანიშნავია, Vა კლასში გამართული შემოქმედებითი ღონისძიება. მე-5 კლასელებმა ინგლისურ ენაზე წარმოადგინეს სპექტაკლი - „Beauty and the beast“.
მათ გადაინაწილეს როლები და თითოეული პერსონაჟის დამახასიათებელი საოცარი ფორმებით შეასრულეს სიმღერები და ცეკვები.
მოსწავლეება წარმოაჩინეს ენის ცოდნა, ლექსიკური მარაგი და როლებიც ოსტატურად მოირგეს.
„დიდი მადლობა თითოეულ მოსწავლეს ამ ულამაზეს ღონისძიებაში მონაწილეობისათვის“,- აღნიშნავენ სკოლაში.
იხილეთ ფოტოები: