ამბროლაურის მუნიციპალიტეტის, ჭყვიშის საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. თავის მხრივ, პროფესიონალი პედაგოგები უწყვეტად ზრუნავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, რასაც ემსახურება მრავალფეროვან შემეცნებით-საგანმანათლებლო აქტივობები.
მათ შორის, აღსანიშნავია საოცრად ემოციური ღონისძიება, რომლითაც პირველკლასელებმა მშობლიური ანბანი გააცილეს და როგორც სკოლაში გვიამბობენ, მასწავლებლებს კიდევ ერთი დაუვიწყარი დღე აჩუქეს.
მოსწავლეებმა წარმოადგინეს მუსიკალური ნომრები, მხატვრულად წაიკითხეს ლექსები, პედაგოგებმა კი თავის მხრივ, სკოლის ყველაზე უმცროს წარმომადგენლებს სასწავლო წლის წარმატებით დასრულება მიულოცეს.
„სკოლის პირველკლასელებმა მომავალ პირველ კლასელებთან ერთად ანბანის სამყაროში იმოგზაურეს და მრავალფეროვანი ღონისძიებით აღნიშნეს პირველი კლასის დასრულება. ვულოცავთ მათ ამ მნიშვნელოვან დღეს და მომავალ წარმატებას ვუსურვებთ“, - აღნიშნულია სკოლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები: