ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა თეატრალურ-მუსიკალური სპექტაკლი წარმოადგინეს
02-06-2025

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის, გეგუთის ვარციხჰესების საჯარო სკოლაში სწავლა-სწავლების პროცესი აქტიურად მიმდინარეობს და მოსწავლეებიც დიდი ენთუზიაზმით ერთვებიან სასკოლო ცხოვრებაში. თავის მხრივ, პროფესიონალი პედაგოგები უწყვეტად ზრუნავენ, რათა ბავშვებმა მიიღონ საფუძვლიანი განათლება, იმავდროულად კი ჰქონდეთ შესაძლებლობა, წარმოაჩინონ შემოქმედებითი უნარები.

ახლახან, ვარციხჰესების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კიდევ ერთი საინტერესო და შთამბეჭდავი თეატრალურ-მუსიკალური წარმოდგენა შესთავაზეს სასკოლო საზოგადოებას.

ეს გახლავთ „ნოეს კიდობანი“, რომელმაც საოცარი შთბეჭდილება მოახდინა დამსწრეებზე. სპექტაკლს თეა მჟავანაძე ხელმძღვანელობდა და სამუშაო პროცესი მოსწავლეებისთვის საინტერესო გახლდათ.

„ბავშვების საშემსრულებლო დონემ და არტისტულობამ დამსწრეთა აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. წარმატებებს ვუსურვებთ ჩვენს პატარა მსახიობებს“, - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

იხილეთ ვიდეო:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...