თბილისის კერძო სკოლა „ცოდნას“ მოსწავლეთა საგანმანათლებლო ვიზიტი შვედეთში და სასკოლო საზოგადოებისთვის გაზიარებული გამოცდილება
02-06-2025

თბილისის კერძო სკოლა „ცოდნა“ მოსწავლეებს ხარისხიან და სიღრმისეულ განათლებას აძლევს, რაც ახალგაზრდების მიღწევებზე აისახება. მოსწავლეები, მათ შორის, წარმატებით მონაწილეობენ საერთაშორისო პროექტებში. 

თებერვალში, „ცოდნელები“ erasmus+ პროგრამის ფარგლებში იმყოფებოდნენ შვედეთში. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ახალ კულტურას, მიეღოთ საერთაშორისო გამოცდილება და ჩართულიყვნენ სხვადასხვა ახალგაზრდულ აქტივობებში. 

აღსანიშნავია, რომ მოსწავლეები Erasmus+ პროგრამის ფარგლებში, შეუერთდნენ პროექტს - „Be Challenged“.

პროგრამაში მონაწილეობდნენ სკოლის მოსწავლეები ესპანეთიდან, სლოვენიიდან, საქართველოდან და შვედეთიდან.

ძლიერი გუნდური სულისკვეთების გასავითარებლად, ისინი ჩაერთნენ გუნდური მუშაობის სხვადასხვა აქტივობებში. Erasmus+ შესაძლებლობების გაგების გასაღრმავებლად, მათ გადაჭრეს ე.წ „escape room” გამოწვევა, გადაჭრეს თავსატეხები რათა დაენახათ თუ, რას სთავაზობს პროგრამა.

პროგრამის ფარგლებში, ყველა ქვეყნის გუნდმა წარმოადგინა შესანიშნავი კულტურული საღამოები, სადაც მონაწილეებმა დააგემოვნეს უგემრიელესი ტრადიციული კერძები და შეისწავლეს თითოეული ქვეყნის კულტურული სიმდიდრეები, ტრადიციული ცეკვები.

პროექტის დასასრულს კი მონაწილეებს გადაეცათ სერტიფიკატები. ბოლო დღეს, მოსწავლეებმა დაათვალიერეს სტოკჰოლმი და საქართველოში დაუვიწყარი შთაბეჭდილებებით დაბრუნდნენ. 

სულ ახლახან, ,,ცოდნასმოსწავლეებმა, როგორც Erasmus+ ახალგაზრდული გაცვლითი პროექტის - „Be Challengedქართველმა მონაწილეებმა ჩაატარეს გამოცდილების გაზიარების ღონისძიება.

ღონისძიებაზე მათ:

გააზიარეს თავიანთი გამოცდილება და დაუვიწყარი შთაბეჭდილებები შვედეთიდან;

ისაუბრეს Erasmus+ის შესაძლებლობებზე ახალგაზრდებისთვის;

ჩაატარეს ინტერაქტიური „Escape Room“ თამაში, რომელიც ძალიან საინტერესო აღმოჩნდა;

ღონისძიება დასრულდა ვიდეოჩვენებით, სადაც მოსწავლეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს პროექტში გატარებული დრო.

პროექტი Erasmus+-ის დაფინანსებით განხორციელდა, ორგანიზატორი იყო Awesome People , ხოლო გამგზავნი ორგანიზაცია სამოქალაქო განვითარების ახალგაზრდული ცენტრი.

იხილეთ ფოტო და ვიდეო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203