სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ნოქალაქევის საჯარო სკოლის მოსწავლეებისთვის საინტერესო გასვლითი ღონისძიება მიეწყო.
IX-X კლასის მოსწავლეები პროექტის ,- ,ერთი დღე ჯარში” ფარგლებში სენაკის მეორე ქვეით ბრიგადას ესტუმრნენ.
პროექტი მოსწავლეებს პედაგოგმა ბესიკ ბესელიამ შესთავაზა.
პროექტის მიზანია - მოსწავლეებში პატრიოტული გრძნობების გაძლიერება, საქართველოს თავდაცვის ძალებისა და სამხედრო სამსახურის უკეთ გაცნობა და დისციპლინის, პასუხისმგებლობისა და მოქალაქეობრივი თვითშეგნების განვითარება.
მოსწავლეებმა პატივი მიაგეს საქართველოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალს. დიდი ინტერესით დაათვალიერეს საბრძოლო ტექნიკა და ინფრასტრუქტურა. ჯარში მათ გააცნეს ჯარისკაცების ყოველდღიური ცხოვრება და გაუმასპინძლდნენ.
როგორც სკოლაში გვეუბნებიან, მსგავსი აქტივობები ხელს შეუწყობს ახალგაზრდების მოტივაციის ამაღლებას ეროვნულ თავდაცვაში მონაწილეობისკენ და ქვეყნის უსაფრთხოების მნიშვნელობის უკეთ გაცნობიერებას.
პროექტი „ერთი დღე ჯარში“ ახალგაზრდებში ჯარის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად და საქართველოს მასშტაბით თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში წარმატებით მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები.