საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალის საჯარო სკოლის მე-5 კლასში პედაგოგ შორენა დავაძის ინიციატივით მათემატიკაში საინტერესო ღონისძიება ჩატარდა - „მათემატიკა რიცხვთა სიმფონიაა“, რომლის ფარგლებშიც მოსწავლეებმა განვლილი სასწავლო წლის ნასწავლი შეაჯამეს.
მოსწავლეებმა აქტივობის ფარგლებსი საგნისადმი სიყვარული და ცოდნა გამოავლინეს, მათემატიკურ აქტივობებს ენაცვლებოდა, მეცნიერთა საინტერესო გამონათქვამები, ლექსები, სახალისო სცენები და მსმენელთა მხიარული განწყობა.
როგორც დამრიგებელმა ირმა კრაველიძემ აღნიშნა, ღონისძიებამ ყველა კმაყოფილი დატოვა, მე-5 კლასის მოსწავლეებმა კი კიდევ ერთი საინტერესო, დასამახსოვრებელი დღე შეჰმატეს თავიანთ ტკბილ მოგონებებს.
იხილეთ ფოტოები: