თბილისის N103 საჯარო სკოლაში პოეზიისადმი მიძღვნილი შემოქმედებითი საღამო გაიმართა
02-06-2025

თბილისის N103 საჯარო სკოლაში ჩატარდა შემოქმედებით საღამო - „პოეზია, უპირველეს ყოვლისა“.

ღონისძიებას განსაკუთრებული სტუმარი იყო ჩვენი დროის გამორჩეული ქართველი პოეტი ტარიელ ხარხელაური, რომლის შემოქმედებამ და სიტყვამ საღამოს განსაკუთრებული სიღრმე და ემოცია შესძინა.

საღამოს მთავარი მიზანი იყო ახალგაზრდებში შემოქმედებითი უნარების გაღვიძება, ლიტერატურისა და პოეზიისადმი ინტერესის გაღრმავება, სულიერი და პიროვნული ღირებულებების გაძლიერება.

ღონისძიებამ დამსწრე საზოგადოებაში დიდი მოწონება დაიმსახურა და საოცარი შთაბეჭდილება დატოვა.

აღსანიშნავია რომ საღამოს ორგანიზებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს კატო ბერაძემ, ნინო ოკრიბელაშვილმა და სკოლის დირექციამ, რომლებსაც მადლობას ვუხდით მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის.

 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...