ალასტანის საჯარო სკოლამ მეთორმეტეკლასელები საზეიმოდ გააცილა
02-06-2025

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ ალასტანის საჯარო სკოლამ მეთორმეტეკლასელები საზეიმოდ გააცილა და ცხოვრების ახალ გზაზე წარმატებები უსურვა. 

კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება განსაკუთრებულად მიულოცა მათმა მასწავლებლებმა, ელლადა ჰოველიანმა, რომელმაც ოფიციალური მისალოცი ტექსტი გამოაქვეყნა:

ძვირფასო კურსდამთავრებულებო,

გილოცავთ სკოლის დამთავრებას! გისურვებთ მშვიდობიან, უღრუბლო ზეცას, ძლიერ ჯანმრთელობას და სანუკვარი მიზნების ასრულებას.

სწავლის გზაზე მიღებული ცოდნა და გამოცდილება იყოს თქვენი ცხოვრების მყარი საყრდენი. თან წაიღეთ ჩვენი გონების სინათლე - ნება მიეცით მას, მუდამ გაგინათოთ წინსვლისა და განვითარებისკენ სავალი გზა.

ცხოვრება გიხმობთ ახალ თავგადასავლებში - მშვიდობიანი და წარმატებული მგზავრობა ყველას!

გილოცავთ ცხოვრების ახალი ეტაპის დაწყებას !

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...