ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ანდრიაწმინდის საჯარო სკოლაში I-IV კლასის მოსწავლეების მონაწილეობით ინტეგრირებული ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიება განსაკუთრებული ემოციებით იყო სავსე, რადგან სკოლის ერთადერთმა პირველკლასელმა სიმბოლურად ანბანი გააცილა, რაც მისი პირველი სასწავლო წლის დასრულებას ნიშნავდა.
პირველკლასელთან ერთად ღონისძიებაში აქტიურად იყვნენ ჩართულნი მეოთხე კლასის მოსწავლეები, რომლებმიც პირველ მასწავლებელს ემშვიდობებოდნენ. აქტივობები მრავალფეროვანი და შთამბეჭდავი იყო: ლექსები, სიმღერები, სკეჩები და ცეკვები...
ღონისძიებამ დამსწრე აუდიტორიის დიდი მოწონება დაიმსახურა. სკოლის დირექციამ კი პედაგოგებსა და მოსწალეებს მადლობა გადაუხადა მონდომებისა და შრომისმოყვერეობისთვის.
იხილეთ ფოტოები: