აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ თინათინ გუგეშაშვილის ინიციატივით, ქუთაისის №4 საჯარო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და სკოლას დირქტორის მოადგილე ბექა ძოწენიძე უნივერსიტეტის პროფესიული განათლების ცენტრს ესტუმრნენ.
შეხვედრის მთავარი თემა იყო „რა არის სოციალური მეწარმეობა". მონაწილეები გაეცნენ თანამედროვე სოციალური მეწარმეობის არსს, მიზნებსა და მის როლს საზოგადოების განვითარებაში.
№4 საჯარო სკოლა აქტიურად უჭერს მხარს საგანმანათლებლო-შემეცნებით ღონისძიებებს და მომავალშიც გეგმავს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას.
იხილეთ ფოტოები: