დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბელებმა გაარკვიეს თუ როგორ შეიძლება ლიტერატურამ შთააგონოს ადამიანს ეკომეგობრული ქცევა
04-06-2025

„წიგნი კარგი მეგობრისთვის დაწერილ ვრცელ წერილს ჰგავს“ - ეს რომ ნამდვილად ასეა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა კარგად იციან, რადგან წიგნიერების სამყაროში ხალისითა და დიდი ინტერესით მოგზაურობენ. 

ახლახან, დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე თაობა“ სკოლის ბიბლიოთეკას უმცროსკლასელებთან ერთად სტუმრობდა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა ეკოლოგიური საკითხების ლიტერატურული კუთხით შესწავლას და ბიბლიოთეკაში არსებული წიგნების ეკოგანათლებაში გამოყენებას. თბილ და მოსიყვარულე გარემოში ბავშვებმა ერთმანეთს გაუზიარეს გარემოზე ზრუნვის გამოცდილება, იდეები და მოსაზრებები.

ეკოკლუბის წევრებმა უმცროსკლასელებს დაუსვეს კითხვები ეკოთემებზე, მდგრად განვითარებაზე, მათ შორის - გადამუშავებაზე, ბუნებრივი რესურსების დაზოგვასა და კლიმატის ცვლილებაზე.

მოსწავლეებმა ბიბლიოთეკარის (ნანა ჭეიშვილი) დახმარებით შეარჩიეს წიგნები ბუნებაზე, წაიკითხეს ამონარიდები, იმსჯელეს ეკოლოგიურ ღირებულებებზე, როგორ შეიძლება ლიტერატურამ შთააგონოს ადამიანს ეკომეგობრული ქცევა.

უმრავლესობამ გამოთქვა სურვილი რომ ხშირად ესტუმრებიან ბიბლიოთეკას და მუდმივი მკითხველები იქნებიან. ბიბლიოთეკა კიდევ ერთხელ იქცა ერთობის, ცოდნისა და მოტივაციის წყაროდ - ბუნების სიყვარულისა და დაცვისკენ მიმართული ძალისხმევის საერთო სივრცედ.

„მადლობა პედაგოგებს ზაირა მამულაძეს, დალი კილაძეს და ეკოკლუბის წევრებს საინტერესო აქტივობისთვის, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს წიგნიერების დონის ამაღლებას მოზარდებში“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...