დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ფეხბურთელთა ნაკრებმა ოზურგეთის თასი მოიპოვა 
04-06-2025

„ბიჭებო, ბიჭებო, ბიჭებო, გამარჯვება ბიჭებო!“ - ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლაში მოსწავლეთა სპორტული წარმატებით ხარობენ. 

დაბა ლაითურის საჯარო სკოლის ფეხბურთელთა ნაკრებმა ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა. 

ოზურგეთის თასის მოსაპოვებელ ფინალურ ორთაბრძოლაში, რომელიც 26 მაისს გაიმართა, სასახელოდ გაიმარჯვეს. 

დღის გმირები არიან -  ალექსანდრე დოლიძე, თორნიკე ქველიაშვილი, გიორგი ვანაძე, გიორგი დუმბაძე, ლუკა მიქელაძე, შაკო გოგიტიძე, ანდრია დუდუჩავა და ნოდიკო მჟავანაძე. გოლების ავტორები - ალექსანდრე დოლიძე და გიორგი დუმბაძე.

სკოლაში მოსწავლეთა წარმატებით ამაყიბენ და მათ ახალი მწვერვალების დაპყრობას უსურვებენ. 

ლაითურის საჯარო სკოლის ფეხბურთელთა ნაკრებმა (2011-2012 წლიანები; სპორტის პედაგოგები - ხვიჩა მახარაძე, ბაგრატ თავართქილაძე) კიდევ ერთხელ მოგვიტანა გამარჯვების სიხარული. ოზურგეთის თასის მოსაპოვებელ ფინალურ ორთაბრძოლაში, რომელიც 26 მაისს გაიმართა, მე-4 საჯარო სკოლის გუნდი დავამარცხეთ, ანგარიშით 2:0.

მადლობა ბიჭებს თავდაუზოგავი ბრძოლისთვის, იმედი გვაქვს არაერთხელ გვასახელებთ ,მადლობა პედაგოგებს“, - აღნიშნავენ სკოლაში. 

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...