
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეები ეროვნულ ფასეულობებზე იზრდებიან, ამიტომ სკოლაში დიდი სიხარულითა და პატრიოტული სულისკვეთებით აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე.
სკოლის ეზო სადღესასწაულოდ მოირთო. დაიგეგმა მრავალფეროვანი აქტივობები, რომელებშიც მონაწილეობა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ერთობლივად მიიღეს. მეხუთე, მეექვსე კლასის მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შექმნეს თემატური პოსტერები სკოლის სამოქალაქო განათლების კლუბ „თავისუფლებისა“ (ხელმძღვანელი ცაცა ქვილორია) და ისტ-ის პედაგოგის (პაატა გაზაშვილი) ინიციატივით, კლასებში შეიქმნა და გამოიფინა პლაკატები, რომლებზეც ასახული იყო საქართველოს ისტორია, სიმბოლოები და დამოუკიდებლობის მნიშვნელობა.
დღეს განსაკუთრებული ელფერი მიანიჭა ხალხურმა სიმღერებმა და ცეკვებმა - მოსწავლეებმა წარმოგვიდგინეს ქართული ფოლკლორის უმშვენიერესი ნომრები, რომლებიც ტაშითა და ოვაციებით მიიღო მაყურებელმა.
გაიმართა პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ლიტერატურულ-შემოქმედებითი წარმოდგენაც - ბავშვებმა წაიკითხეს ლექსები.
ღონისძიებას ლაიტმოტივად გასდევდა გალაკტიონის უკვდავი სიტყვები:
„მრავალჟამიერ გუგუნებდეს ხმა,
მუმლი მუხასა და ლილეოსი,
ეს გმირთა ჩვენთა არის სიმღერა,
ეს სიმღერაა საქართველოსი!“
ღონისძიების შემდეგ სკოლის დირექტორმა, ეკა ნინიძემ თასები გადასცა სკოლის ფეხბურთელთა ნაკრებისა და სარაგბო კლუბ „არწივების“ წევრებს. (პედაგოგები - ხვიჩა მახარაძე, ბაგრატ თავართქილაძე, გიორგი დუმბაძე) ღონისძიება დაასრულა საზეიმო მსვლელობამ.
„ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია ერთიანობა, ეროვნული ფასეულობების სიყვარული და საკუთარი კულტურის დაფასება. ჩვენი მომავალი თაობა კი ამ ღირებულებებს ღირსეულად იზიარებს! მადლობა შესანიშნავი დღის ორგანიზატორებს, სკოლის დირექციას, პედაგოგებს - ზაირა მამულაძეს, დალი კილაძეს, ხათუნა კიწმარიშვილს, ცეკვის ანსამბლ „ქართველოს“ ქორეოგრაფებს ანი ჯილანძესა და ბაჩო ჯინჭარაძეს, მუსიკის მასწავლებელს - მანანა კომახიძეს, ხათუნა კილაძეს, ქეთევან ნარსიას, თეა ტყეშელაშვილს, ცაცა ქვილორიას, პაატა გაზაშვილს, ლია კოტრიკაძეს, ბაგრატ თავართქილაძეს, ხვიჩა მახარაძეს, გიორგი დუმბაძეს, შესანიშნავ წამყვანებს - ლიზი მეფარიშვილსა და ალექსანდრე დოლიძეს, ყველა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობლებს ჩართულობისთვის! ეს დღე ჩვენია!“,- აღნიშნავენ სკოლაში და ახარებთ მოსწავლეთა პატრიოტული სულისკვეთება.
იხილეთ ფოტოები: