დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა პოეზიის საღამო ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმში გამართეს
02-06-2025

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურის საჯარო სკოლის მეათე კლასი ხელმძრვანელ ნატალია დიხამიძესთან ერთად ეწვია ექვთიმე თაყაიშვილის სახლ-მუზეუმს.

ღონისძიების მიზანი პოეზიის საღამო გახლდათ, რომელიც მიეძღვნა ქართულ ლიტერატურის ნამდვილ საგანძურს - შოთა რუსთაველის „ვეფხისტყაოსანს.“

როგორც დირექციის წარმომადგენელმა აღნიშნა, მოსწავლეები კითხულობდნენ ამონარიდებს პოემიდან, ერთმანეთს უზიარებდნენ საკუთარ ხედვებსა და შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. 

„თითოეული გამოსვლა იყო ძალიან ემოციური და სულში ჩამწვდომი. ღონისძიებას ფონად გასდევდა მუსიკა, რომელიც განსაკუთრებულ განწყობას ქმნიდა.

მუზეუმის მყუდროება, ისტორიული გარემო და მოსწავლეების მიერ ამეტყველებული სტროფები ერთმანეთს ისე დაუკავშირდა, რომ ეს დღე მართლაც დაუვიწყარ კულტურულ გამოცდილებად იქცა. ექვთიმე თაყაიშვილის მემკვიდრეობასთან შეხება და ,,ვეფხისტყაოსნის“ ახალებურად დანახვამ საოცარი ჰარმონია შექმნა.

მადლობა ბავშვებს და ქართულის პედაგოგ ნატალია დიხამიძეს საინტერესო ინიციატივისთვის“.

იხილეთ ფოტოები:

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...