დაშბაშის საჯარო სკოლაში ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებული ღონისძიება გაიმართა
02-06-2025

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღის აღსანიშნავად, წალკის მუნიციპალიტეტის სოფელ დაშბაშის საჯარო სკოლაში გაიმართა შემოქმედებითი ღონისძიება, რომელშიც მოსწავლეები მონაწილეობდნენ.

ბავშვები დამსწრე საზოგადოებას სიმღერებით, ცეკვებითა და სახალისო აქტივობებით წარდგნენ. მათ პოზიტიური განწყობა შექმნეს და სტუმრებს დაუვიწყარი შთაბეჭდილებები აჩუქეს.

ღონისძიების ორგანიზებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა სკოლის ბუნებისმეტყველების მასწავლებელმა ლუსინე კალაჩიანმა, რომელმაც დიდი მონდომებითა და გულმოდგინებით გაუწია ხელმძღვანელობა მოსწავლეებს. მისი აქტიური ჩართულობა, ყურადღება დეტალებისადმი და მოსწავლეებთან ნაყოფიერი თანამშრომლობა უზრუნველყოფდა იმას, რომ თითოეულმა მონაწილემ თავი თავდაჯერებულად და შთაგონებულად იგრძნო.

ღონისძიება კიდევ ერთხელ წარმოაჩინა სკოლის მხატვრული და პედაგოგიური პოტენციალი და აღნიშნა, რამდენად მნიშვნელოვანია ბავშვთა ჩართულობა შემოქმედებით პროცესებში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203
Loading...